ზუსტად 5 წლის წინ - "კამპ ნოუ" ჩავის დაემშვიდობა

დღეს ზუსტად 5 წელი გავიდა იმ მატჩიდან, რომელიც "ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესისთვის უკანასკნელი გამოდგა "კამპ ნოუზე".

"ლურჯ-ბროწეულისფერები" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლა-კორუნიის "დეპორტივოს" დაუზავდნენ - 2:2. სათქმელია ისიც, რომ "ბლაუგრანას" ჩემპიონის ტიტული უკვე მოგებული ჰქონდა და ეს შედეგი მათთვის არაფერს წყვეტდა.

მიუხედავად ამისა, ჯახი მაინც ძალიან ემოციური გამოდგა და ამის მთავარი მიზეზი სწორედ მაესტრო გახლდათ.

თამაშის დაწყების წინ "კამპ ნოუზე" ქომაგებმა უზარმაზარი ბანერი გადმოფინეს, რითაც ჩავის ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

კაპიტანი მოედანზე მეორე ტაიმში, ანდრეს ინიესტას ნაცვლად შემოვიდა. საინტერესოა, რომ ის გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმული ჯარიმის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია.

ამ მატჩიდან ზუსტად ორ კვირაში ჩავიმ უკანასკნელად მოირგო ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსამ" ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი სწორედ ვეტერანმა ესპანელმა აღმართა.

ეს მაესტროსთვის "ბლაუგრანაში" 25-ე ტიტული გახლდათ.

სრული ცერემონიის ვიდეო იხილეთ ზევით

6 თვის წინ
463 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 91
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ