logo

არტურის გარემოცვა ჭორებს უარყოფს - ის "ბარსელონაში" რჩება

არტურის გარემოცვა ჭორებს უარყოფს - ის "ბარსელონაში" რჩება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიურმა გამოცემა Gazzetta delo Sport-მა დაწერა, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურ მელომ ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებაზე დაიწყო ფიქრი.

"ბიანკონერი" "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ ახალგაზრდა შუახაზელს ითხოვს, ამიტომ GDS-ის ცნობა საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo-მ დღეს შეგვატყობინა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კატალონიური გამოცემა არტურის გარემოცვას დაუკავშირდა და მათგან პასუხად მიიღო, რომ მელოს მხოლოდ და მხოლოდ "კამპ ნოუზე" თამაში სურს.


1 კვირის წინ
94 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ