1 წლის და 8 თვის წინ
ნიკოს ინგლისში არ უნდა - რა უნდა ქნას "ბარსელონამ"
ავტორი
Aa
ბილბაოს "ატლეტიკი" ნიკო უილიამსის სატრანსფერო ფასზე მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს, - იუწყება Sport.
როგორც ჩანს, თუ "ბარსელონას" 21 წლის შემტევის შეძენა უნდა, მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.
სხვადასხვა ცნობების თანახმად, ეს თანხა 50-60 მილიონ ევრომდე მერყეობს.
საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა გარემარბი ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებას გამორიცხავს.
Sport-ის ცნობით, ნიკო "ბარსასგან" შეთავაზებას ელოდება, თუმცა ისიც იცის, რომ კლუბისთვის ამ ოპერაციის განხორციელება რთული იქნება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტულ ამოცანად ამ ზაფხულს საყრდენი ნახევარმცველის დამატება მიიჩნევა, უილიამსზე კი კლუბი სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაერთოს.
აქვე გეტყვით, რომ "ბილბაოს" ვარსკვლავმა გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი და 17 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი