როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" "შტუტგარტის" 23 წლის ნახევარმცველი, ანგელო შტილერი დაუკავშირეს. გერმანელი შუახაზელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი მესაჭის, ჰანსი ფლიკის წამოყენებული კანდიდატურაა.
ესპანურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ანგელო ახლა ბარსელონაში იმყოფება.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ფაქტს შესაძლო ტრანსფერთან ცოტა თუ აქვს საერთო. წყაროს თანახმად, შტილერი ბარსელონაში მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად იმყოფება და ქალაქს პარასკევს დატოვებს.
გეტყვით, რომ სტილერის აგენტი პინი ზაჰავი გახლავთ, რომელსაც "ბარსელონას" ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ზაჰავი წარმოადგენს თავად ჰანსი ფლიკსაც, რომელიც ანგელოს "რეკორდმაისტერში" გატარებული პერიოდიდან იცნობს.
ანჯელომ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "შტუტგარტმა" ბუნდესლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. 36 მატჩში გერმანელის მონაგარი 1 გოლი და 6 ასისტი იყო.