1 წლის და 6 თვის წინ
ფლიკმა გადაწყვიტა - დაიტოვებს თუ არა "ბარსა" ფელიქსს
ფლიკმა გადაწყვიტა - დაიტოვებს თუ არა "ბარსა" ფელიქსს

ჰანსი ფლიკმა ჟოაუ ფელიქსს "ბარსელონაში" დარჩენაზე მწვანე შუქი აუნთო, - იუწყება Diario SPORT.

გერმანელი სპეციალისტი მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფ თავდამხმელს თავისი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.

წყაროს თანახმად, ფლიკი ვერ ხვდება, თუ რატომ არ ეძლეოდა ჟოაუს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გასული სეზონის მეორე ნახევარში. 23 წლის თავდამსხმელს საშუალოდ 30 წუთის თამაში უწევდა, რასაც ჰანსი არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"ბლაუგრანას" მესაჭე პორტუგალიელს მომდევნო სეზონში გაცილებით მეტ შანსს მისცემს.

ცხადია, ახლა "ბარსა" "როხიბლანკოს" უნდა მოელაპარაკოს. კატალონიელები იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ეცდებიან.

აქვე გეტყვით, რომ წინა სეზონში ჟოაუმ 10 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები