"ლუის ენრიკე უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევს, ვიდრე "ბარსაში" მქონდა." განაცხადა უსმან დემბელემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ის საშუალებას მაძლევს ვითამაშო როგორც ვინგერად, ასევე ცრუ ცხრიანად ან ათიანად. ესპანეთში ამის საშუალება არ მქონია, იქ მხოლოდ ფლანგზე ვრჩებოდი და სხვა პოზიციის მორგების უფლებას არ მაძლევდნენ." დაამატა ფრანგმა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკე მართლაც აძლევს დემბელეს მეტ ტაქტიკურ თავისუფლებას მოედანზე, თავდამსხმელი ჩავისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ესპანელი მას ყოველთვის ეპყრობოდა, როგორც პროექტის მთავარ მოთამაშეს.
აქვე გეტყვით, რომ დემბელემ წლების განმავლობაში თავისი საუკეთესო სეზონი სწორედ ჩავის ხელში გვაჩვენა. მან 2021/22 წლების სეზონი, ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტის ტიტულით დაასრულა. გარდა ამისა, მას დიდი წინსვლა ჰქონდა მოედნის ცენტრშიც, სადაც მისი პლეიმეიკერის უნარებიც ნათლად ვიხილეთ.