1 წლის და 8 თვის წინ
ბერნარდუ გამორიცხულია - "ბარსას" 2 ვარიანტი მაინც აქვს
ბერნარდუ გამორიცხულია - "ბარსას" 2 ვარიანტი მაინც აქვს

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" სამიზნე ნახევარმცველების შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

ჟურნალისტი ფერან მარტინესი იუწყება, რომ "ბლაუგრანას" მიერ "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, ბერნარდუ სილვას დამატება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფეხბურთელს "ეტიჰადიდან" აბარგება უნდა და "ბარსაში" თამაშითაც მოხარული იქნებოდა, თუმცა კატალონიური გრანდი მასში 70-80 მილიონ ევროს ვერ გადაიხდის. გარდა ამისა, პრობლემა იქნება ბერნარდუს ხელფასიც, რადგან იგი ანაზღაურების შემცირებას არ აპირებს.

გაცილებით უფრო რეალურია "სიტის" კიდევ ერთი შუახაზელის, ილქაი გიუნდოგანის გადაბირება.

წყაროს თანახმად, გერმანელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებში "ბლაუგრანას" პროგრესი აქვს და ილქაი "კამპ ნოუზე" გადასვლის შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც "ბარსას" ფინანსური ფეარ-პლეისთან დაკავშირებული მდგომარეობა უფრო ნათელი იქნება.

მაგიდაზე დევს "ვილიარეალის" გამოცდილი ნახევარმცველის, დანი პარეხოს სახელიც.

ამ მომენტისთვის, გიუნდოგანის კანდიდატურა პარეხოსაზე წინაა, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, საბოლოო ჯამში, კლუბმა ორივე მათგანი დაიმატოს. შეგახსენებთ, რომ ილქაიც და დანიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან.


Facebook კომენტარები