logo

"ის მზადაა!" - ლო სელსო კიკე სეტიენს მხარს უჭერს

"ის მზადაა!" - ლო სელსო კიკე სეტიენს მხარს უჭერს

ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი ფეხბურთელი, ჯოვანი ლო სელსო ყოფილ მწვრთნელზე, კიკე სეტიენზე საუბრობს. მისი აზრით, 61 წლის სპეციალისტს ყველანაირი იარაღი გააჩნია "ბარსელონაში" წარმატების მისაღწევად.

"კიკე სეტიენმა მე გამზარდა, როგორც პიროვნება და ასევე - როგორც ფეხბურთელი. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

ვიცით, რომ ის "ბარსელონაში" წავიდა და ვიცით, რომ ის ძალიან კარგია ხალხთან.

მან იცის "ბარსელონას" ფილოსოფია, ბურთთან მოპყრობა და კარგად თამაში.

ის მზადაა ამ გამოწვევისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ მან შესანიშნავად იმუშავა. "ბარსელონაში" წასვლა მისთვის შესანიშნავი არჩევანი და გამოწვევაა.

ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძალიან კარგად იმუშავებს. კიკე შესანიშნავი ადამიანებითაა გარშემორტყმული. ჩვენ ვიცით, რა ფეხბურთელები ჰყავს "ბარსელონას", - განაცხადა ლო სელსომ.

შეგახსენებთ, კიკე სეტიენი და ლო სელსო ერთად "ბეტისში" მუშაობდნენ.

4 თვის წინ
557 / 0
გიორგი ჩანგელია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ