1 წლის და 6 თვის წინ
კუნდეს სურვილს უსრულებენ - ფლიკისა და დეკუს გადაწყვეტილება
კუნდეს სურვილს უსრულებენ - ფლიკისა და დეკუს გადაწყვეტილება

SPORT-ის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი და დეკუ შეთანხმდნენ, რომ "ბარსელონას" ფრანგმა უკანახაზელმა, ჟიულ კუნდემ ცენტრალური მცველის პოზიციაზე უნდა ითამაშოს.

25 წლის ფეხბურთელი ამას გასული ზაფხულის შემდეგ ითხოვდა, თუმცა ჩავი ერნანდესის ხელში მაინც მარჯვენა მცველად უწევდა თამაში. ეს მოცემულობა ახლა შეიცვლება.

მიუხედავად ამისა, გარკვეულ მატჩებში კუნდე ისევ ფრთაზე მაინც შეიძლება მოგვევლინოს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ჟიული "სევილიადან" ცენტრალურ მცველად იყიდა, მაგრამ კატალონიაში იგი ფლანგის ფეხბურთელად ტრანსფორმირდა. ამას ხელი ჯერ ანდრეას კრისტენსენის ბრწყინვალე თამაშმა შეუწყო, მერე კი პაუ კუბარსის მოულოდნელმა აღზევებამ.

ვინაიდან კუნდე თავისი დიდი ხნის სურვილს აისრულებს, მისი "ბარსადან" წელს წასვლა კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ.


Facebook კომენტარები