1 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონას" წელს ეს აკლდა - რა დაასკვნა ფლიკმა
"ბარსელონას" წელს ეს აკლდა - რა დაასკვნა ფლიკმა

"ბარსელონას" მიერ წელს ჩატარებული მატჩის გაანალიზებით, ჰანსი ფლიკმა დაასკვნა, რომ გუნდს ენერგია აკლდა, - იუწყება SPORT.

ენერგიის სიმწირე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში უფრო ეტყობოდათ. საბედნიეროდ, გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ იმ ყოველდღიური ვარჯიშებით, რომელთა დაწესებაც იგი გეგმავს, გუნდის ინტენსივობა მომდევნო სეზონში აუცილებლად გაიზრდება.

ფლიკი ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ეს მათ ბოდიბილდერებად ქცევას არ გულისხმობს.

წყაროს თანახმად, ჰანსიმ შესანიშნავად იცის, რომ ფეხბურთი აღარაა ისეთი, როგორიც 10 წლის წინ იყო. რითმის ცვლილება ახლა გადამწყვეტია, გამძლეობას კი საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

"ბლაუგრანას" ახალი მესაჭე თავისი ხედვების დანერგვას პრესეზონიდან შეუდგება.

Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიელები ახალი სეზონისთვის მზადებას 8 ივლისის კვირიდან შეუდგებიან (ბუნებრივია, იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც სანაკრებო ტურნირებზე არ ასპარეზობენ).


Facebook კომენტარები