5 თვის და 1 კვირის წინ
რაფინია: "კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი"
რაფინია: "კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი"

"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა რაფინიამ გაამხილა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. ამის შესახებ იგი ბრაზილიურ მედიას გაესაუბრა.

"ცოტა ხნის წინ, პირადი და პროფესიული პრობლემების გამო, კარიერის დამთავრებაზე ვფიქრობდი. განვიხილავდი დანებებას, ფეხბურთიდან წასვლას, რისი მიზეზიც პრესისაგან თუ გულშემატკივრებისგან მომავალი კრიტიკა იყო.

ახლა შვილი მყავს, რომელიც უდიდეს მოტივაციას მაძლევს. 

იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს, როდესაც ის გაიზრდება, თავისი შთაგონების წყაროდ დამინახავს," - თქვა 27 წლის გარემარბმა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავს ვაჟი 2023 წლის მაისში შეეძინა. როგორც აღმოჩნდა, ბუცების ლურსმანზე დაკიდება რაფინიას სწორედ ამ ბედნიერმა მოვლენამ გადააფიქრებინა.

ცნობისთვის, რაფინია ახლა ბრაზილიის ეროვნული გუნდის შეკრებაზეა და კოპა ამერიკისთვის ემზადება. პირველ მატჩს "სელესაო" 24 ივნისს, კოსტა-რიკის წინააღმდეგ ჩაატარებს.


Facebook კომენტარები