1 წლის და 9 თვის წინ
მორატა იამალზე: "მას ამას ყოველთვის ვეუბნები"
ავტორი
Aa
ალვარო მორატამ ჟურნალისტებთან საუბრისას ლამინ იამალზე ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იამალთან ერთად თამაში შემიძლია და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, როცა კარიერას დავასრულებ თამაშების ბილეთებს მომცემს ხოლმე." - განუცხადა მორატამ ჟურნალისტებს.
"ეს არის ის, რასაც მე მას ყოველთვის ვეუბნები: არ დამივიწყო, როცა იმ ფინალების ბილეთები დამჭირდება, რომელსაც შენ [მომავალში] ითამაშებ."
ცხადია, ამ ეტაპზე მორატას 16 წლის სუპერტალანტის იმედი ტყუილად არ აქვს, თანაც, როცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, იამალი ჯერ კიდევ მოზარდი იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლამინი გუშინ, ხორვატიასთან ჩატარებული მატჩით, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი