"ბარსელონა" "პორტუსთან' მოლაპარაკებებს 2 ფეხბურთელის ტრანსფერზე აწარმოებს, - იუწყება Sport-ის ჟურნალისტი, ხოაკიმ პიერა.
წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი "დრაკონებში" ვიტორ როკეს გაანათხოვრებს, ხოლო მიკაილ ფაიეს 15 მილიონ ევროდ გაყიდის. "ბლაუგრანა" შეინარჩუნებს სენეგალელი მცველის გამოსყიდვის უფლებას.
19 წლის უკანახაზელის შეძენა "დრაკონებს" მინიმუმ 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
რაც შეეხება როკეს, მის "დრაგაუზე" გადაბარგებას მშრალი იჯარის სახე ექნება. როგორც ჩანს, "ბარსაში" გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სხვა კლუბში მისცენ.
ცნობისთვის, ვიტორი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ამა წლის იანვარში დაიმატეს, "ატლეტიკო პარანაენსეს" კი მასში 31 მილიონი ევრო გადაუხადეს. ვიტორმა "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ მატჩებში 2 გოლი შეაგდო.