5 თვის და 1 კვირის წინ
ფლიკი ფლანგის მცველს ითხოვს - "ბარსას" სამიზნე ცნობილია
ფლიკი ფლანგის მცველს ითხოვს - "ბარსას" სამიზნე ცნობილია

SPORT-ის ჟურნალისტი ხოაკიმ პიერა ირწმუნება, რომ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კლუბის სპორტულ დეპარტამენტს განაპირა მცველების პოზიციების გაძლიერება სთხოვა.

ამ ფონზე ვიგებთ, რომ ჟოაუ ენრიკე მენდესი, მეტსახელად ესკერდინია, გახლავთ "ფლუმინენსეს" 20-წლამდელთა გუნდის მარცხენა მცველი, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამიზნედ განიხილება. ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი მას 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 70 მილიონი ევროა.

"ბარსას" სკაუტები ესკერდინიას უკვე წლებია აკვირდებიან. მის თამაშს თვალს ადევნებდნენ როგორც "ფლუში", ასევე ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში. 

თუ ტრანსფერი შედგა, ჟოაუს ჯერ "ბარსელონა ატლეტიკში" დაარეგისტრირებენ, სადაც რაფა მარკესის ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავებს, მალე კი პირველი გუნდის დინამიკაშიც ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ 18 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფრთაზეც შეუძლია ასპარეზობა.



Facebook კომენტარები