logo

"აიაქსმა" ტალიაფიკოს ფასი დაადო

"აიაქსმა" ტალიაფიკოს ფასი დაადო

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "აიაქსი" არგენტინელ მარცხენა მცველს, ნიკოლას ტალიაფიკოს, 25 მილიონ ევროდ აფასებს.

27 წლის ფეხბურთელს ბევრი მსურველი ჰყავს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კი "ბარსელონაა", რომელსაც ნიკოლასი გასულ ზაფხულსაც სურდა.

რამდენიმე დღის წინ ტალიფიკომ განაცხადა, რომ ერედივიზიონი ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატებში არ შედის, რითაც, გარკვეულწილად, კლუბის დატოვების სურვილზეც მიანიშნა.

"ბარსელონა" არგენტინელს ჟორდი ალბას სარეზერვოდ, ჟუნიორ ფირპოს სანაცვოდ მოიაზრებს. შესაძლოა, ფეხბურთელზე გავლენა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ფრენკი დე იონგმაც მოახდინოს.


5 თვის წინ
468 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ