4 თვის და 1 კვირის წინ
მათ ფლიკი პრესეზონზე უნდა მოხიბლონ - 10 ფეხბურთელი
მათ ფლიკი პრესეზონზე უნდა მოხიბლონ - 10 ფეხბურთელი

"ბარსელონა" 2024/2025 წლების სეზონისთვის მზადებას ივლისის მეორე კვირიდან შეუერთდება. ბუნებრივია, პრესეზონის პირველ ეტაპზე ჰანსი ფლიკს ის ფეხბურთელები ეყოლება განკარგულებაში, რომლებიც მიმდინარე სანაკრებო ტურნირებზე მონაწილეობას არ იღებენ.

ეს წინასასეზონო შეკრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რამდენიმე ფეხბურთელისთვის იქნება. მათ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი თავიანთ შესაძლებლობებში უნდა დაარწმუნონ. Mundo Deportivo-ს ცნობით, ასეთი მოცემულობა 10 მოთამაშეს უდგას:

ხულიან არაუხო

ერიკ გარსია

ალექს ვალე

პაბლო ტორე

ანსუ ფატი

მარკ გიუ 

მარკ კასადო

ვიტორ როკე

ნოა დარვიხი

ორიოლ რომეუ

პირველმა ხუთეულმა წინა სეზონი სხვა გუნდებში განათხოვრებულმა გაატარა, ხოლო დანარჩენები "ბარსას" პირველ გუნდში რამდენჯერმე ვნახეთ. ეს მხოლოდ ნოა დარვიხზე არ ითქმის. გერმანელი ტალანტი "ბარსა ატლეტიკიდან" დაწინაურებას პირველად წელს შეეცდება.


Facebook კომენტარები