4 თვის და 1 კვირის წინ
ლაპორტა არჩევნებზე ფიქრობს - რისი იმედი აქვს პრეზიდენტს
ლაპორტა არჩევნებზე ფიქრობს - რისი იმედი აქვს პრეზიდენტს
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა უკვე განიხილავს "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც მისი ამჟამინდელი ვადა 2026 წელს ამოიწურება, იტყობინება Diario Sport.

კლუბში სხვადასხვა კანდიდატების სახით, ლაპორტას შესაძლოა სერიოზული კონკურენცია შეექმნას. ისეთი პირები, როგორებიც ვიქტორ ფონტი, ჟოან კამპრუბი მონტალი და ხავიერ ფაუსი არიან, ასევე სერიოზულად გეგმავენ კლუბის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. 

61 წლის ლაპორტა კი ამ საკითხზე საერთოდ არ ღელავს. მას სჯერა, რომ თუ მისი მმართველობის პერიოდში მოახერხებს "კამპ ნოუს" ხელახლა გახსნას და პირველი გუნდის შენარჩუნებას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში, ის ხელახლა აუცილებლად აირჩევა. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტს კლუბის წევრები კენჭისყრით ირჩევენ.


Facebook კომენტარები