1 წლის და 5 თვის წინ
გრანდმა "ბარსელონას" ფერმინზე შეთავაზებით მიმართა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ფერმინ ლოპესის თაობაზე პირველი შეთავაზება მიიღო, - იუწყება SPORT. როგორც ირკვევა, ესპანელ ნახევარმცველში "მანჩესტერ იუნაიტედი" 30 მილიონ ევროს იხდის.
კატალონიურმა გრანდმა "წითელ ეშმაკებს" უკვე შეუთვალა, რომ 21 წლის შუახაზელი არ იყიდება.
სეზონის სტარტზე ფერმინი სულ 8 მილიონ ევროდ ფასობდა, მაგრამ ლოპესის კარგმა თამაშმა მისი ფასის რადიკალურად გაზრდა გამოიწვია. ახლა ცხადია, რომ ახალგაზრდა ესპანელი "ბარსას" 30 მილიონზე გაცილებით მეტად უღირს.
გასულ სეზონში ლოპესმა 11 გოლით გამოიჩინა თავი. იგი "ბარსელონას" ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი გახლდათ.
ამჟამად ფერმინი გერმანიაში იმყოფება და ევრო 2024-ზე იღებს მონაწილეობას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი