4 თვის წინ
ფელიქსი თუ ტორესი - ფლიკის არჩევანი ცნობილია
ფელიქსი თუ ტორესი - ფლიკის არჩევანი ცნობილია

ჰანსი ფლიკს ფერან ტორესს ჟოაუ ფელიქსი ურჩევნია, - იუწყება SPORT.

წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი მის 4:2:3:1 სქემაში, ათიანის როლზე, შესანიშნავად ჩაჯდება.

მართალია, ფლიკი ჟოაუ ფელიქსისგანაც და ჟოაუ კანსელუსგანაც მაქსიმუმის მიღებას ეცდება, თუ ისინი გუნდში დარჩებიან, მაგრამ იგი კლუბს მათ შენარჩუნებას არ მოსთხოვს. 

მაშასადამე, მიუხედავად 59 წლის სპეციალისტის მოწადინებისა, პორტუგალიელების მომავალი მაინც "ბარსელონას" ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ტორესს, ესპანური გამოცემა მისი "ბლაუგრანაში" დარჩენის შანსებს ძალიან მცირედ აფასებს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ფელიქსი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაეხმარა, ფერანის მონაგარი კი 11 გოლი და 4 ასისტი გახლდათ.


Facebook კომენტარები