SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ დანი ოლმოს აგენტს შეხვდება.
შეხვედრაზე ჯერ მიკაილ ფაიეს საკითხი იქნება განხილული, რადგან სენეგალელ მცველსა და ესპანელ შემტევს ერთი და იგივე პიროვნება წარმოადგენთ. "ბლაუგრანა" 19 წლის უკანახაზელის "პორტუში" გაყიდვას ცდილობს.
წყაროს თანახმად, მხარეთა მიერ განსახილველი შემდეგი თემა სწორედ დანი იქნება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი "ლაიფციგის" 26 წლის ვარსკვლავის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ ისიც იცის, რომ კლუბს მასში 50-60 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია.
თავად ოლმო "ბარსაში" გადაბარგების იდეით შეპყრობილი გახლავთ. შესაბამისად, თუ ტრანსფერი წელს ვერ განხორციელდება, მისი მომავალში გაჩარხვა მაინც შესაძლებელი უნდა იყოს.
გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ესპანელმა 8 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა თავი.