4 თვის წინ
იამალი: "ბარსაში" ამ ფეხბურთელს მოვიყვანდი"
იამალი: "ბარსაში" ამ ფეხბურთელს მოვიყვანდი"

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 16 წლის ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა Partizado Cope-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

როდესაც ლამინს იმ ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს, რომლის "ბლაუგრანაში" მიყვანასაც ისურვებდა, მან არჩევანი ბილბაოს "ატლეტიკის" 21 წლის გარემარბზე, ნიკო უილიამსზე შეაჩერა.

"ნიკო უილიამსი, აუცილებლად. ვისურვებდი, რომ ოდესმე მასთან ერთად ერთ გუნდში მეთამაშა," - თქვა იამალმა. სხვათა შორის, ინტერვიუს ამ ეპიზოდს თავად უილიამსიც შეესწრო.

შეგახსენებთ, რომ ბასკური კლუბის შემტევი "ბარსას" სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევა. მისი გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა.

ნიკო და იამალი ესპანეთის ნაკრების ძირითადი გარემარბები არიან მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. მომდევნო მატჩს ისინი ხვალ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.


Facebook კომენტარები