დეკუმ დანი ოლმოს აგენტს შეატყობინა, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს, - იუწყება Diario SPORT.
"ბარსელონას" სპორტულ დირექტორს მხარეთა შორის კავშირების დამყარება უნდა, რათა მაშინ, როდესაც ამის დრო დადგება, შეთანხმების მიღწევა გამარტივდეს.
26 წლის ესპანელ შემტევს "ლაიფციგთან" დადებულ კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომელიც მის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონ ევროს განსაზღვრავს რამდენიმე კლუბისთვის. ერთ-ერთი ასეთი კლუბია "ბარსაც".
ეს პირობა 15 ივლისამდე მოქმედებს. 15 ივლისის შემდეგ თანხაზე მოლაპარაკება "წითელ ხარებთან" იქნება საჭირო და, დიდი ალბათობით, დანის ფასიც გაიზრდება.
ასეა თუ ისე, დეკუს "ლაიფციგთან" მორიგება მაინც მოუწევს, რადგან დღეს "ბლაუგრანას" 60 მილიონის გადახდაც არ შეუძლია. მაშასადამე, ნაპოვნი უნდა იქნეს ისეთი ფორმულა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.
დანის გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ესპანელმა 8 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა თავი.