5 თვის წინ
"ბარსამ" ორ ახალგაზრდა შემტევს დაუმიზნა
"ბარსამ" ორ ახალგაზრდა შემტევს დაუმიზნა

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო ირწმუნება, რომ "ბარსელონამ" ახალგაზრდა გარემარბებსაც დაადგა თვალი.

როგორც ირკვევა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "პსვ ეინდჰოვენის" 21 წლის მარჯვენა შემტევს, იოჰან ბაკაიოკოსა და "რეალ ბეტისის" 18 წლის მარცხენა ვინგერს, ასანე დიაოს აკვირდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" მთავარი სამიზნეების გადაბირებას ვერ მოახერხებს, ბაკაიოკოსა და დიაოს ვარიანტები უფრო აქტუალური გახდება.

ბაკაიოკო ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე, ბელგიის ეროვნულ გუნდთან ერთად გამოდის, გასულ სეზონში ჩატარებულ 49 მატჩში კი 14 გოლითა და 14 ასისტით გამოირჩა. Transfermarkt-ი მას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

რაც შეეხება დიაოს, "ბეტისის" ძირითადი გუნდის მაისურით მან წინა სეზონში 28-ჯერ ითამაშა და 4 გოლი მიითვალა. Transfermarkt-ზე ესპანელის ღირებულებად 12 მილიონი ევროა განსაზღვრული.


Facebook კომენტარები