4 თვის წინ
არაუხო წასვლაზე ფიქრობს - რა მოლოდინებია "ბარსელონაში"
არაუხო წასვლაზე ფიქრობს - რა მოლოდინებია "ბარსელონაში"

რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები იმ სიჩქარით არ ვითარდება, როგორითაც "ბარსელონაში" იმედოვნებდნენ, - იუწყება Marca.

კლუბში უკვე უჩნდებათ ეჭვები ურუგვაელი მცველის მომავლის თაობაზე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ უპასუხია იმ შეთავაზებაზე, რომელიც მას "ბლაუგრანამ" თვეების წინ წარუდგინა.

წყაროს თანახმად, არაუხო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დატოვებაზე ჩავი ერნანდესთან და ილქაი გიუნდოგანთან გასული სეზონის ბოლოს გაჩენილმა პრობლემებმა დააფიქრა.

"ბარსელონაში" ბევრს მიაჩნია, რომ რონალდი წასვლას აქტიურად განიხილავს. მისით ინტერესდება როგორც მიუნხენის "ბაიერნი", ასევე რამდენიმე ინგლისური გრანდი.

სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კატალონიელებმა შეიძლება ისეთი წინადადება მიიღონ, რომელზე უარის თქმაც ურთულესი იქნება. მართალია, კლუბს 25 წლის უკანახაზელის შენარჩუნება უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ ფულიც სჭირდებათ.

არადა, კატალონიურ გრანდში დაცვის ცენტრის სამომავლო დუეტად სწორედ არაუხოსა და პაუ კუბარსის წყვილს მოიაზრებენ.

აქვე გეტყვით, რომ წინა სეზონში რონალდმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები