4 თვის წინ
"ბარსას" პრიორიტეტი ფრიმპონგი იქნება - 4 მიზეზი
"ბარსას" პრიორიტეტი ფრიმპონგი იქნება - 4 მიზეზი

ჰანსი ფლიკმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტულ სამიზნედ ჯერემი ფრიმპონგი შეარჩია, - იუწყება Catalunya Radio.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მიერ ლევერკუზენის "ბაიერის" ფლანგელის მოწონებას რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი აქვს. მათი ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ფრიმპონგს შეუძლია ლამინ იამალის ალტერნატივა იყოს. ფლიკი ლამინის შემცვლელად რაფინიას ვერ ხედავს.

2. გერმანელი სპეციალისტი "ბარსას" 4:2:3:1 ფორმაციით ათამაშებს, მაგრამ იქნება ისეთი მატჩებიც, სადაც კატალონიელები 3 მცველით მოგვევლინებიან.

3. ფლიკს ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, რომელსაც შეუძლია როგორც მარჯვენა მცველად, ასევე გარემარბად თამაში.

4. ფრიმპონგი 40-50 მილიონ ევროდ იქნება ხელმისაწვდომი.

23 წლის ნიდერლანდელი გასულ სეზონში "ფარმაცევტთა" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში მან 14 გოლი და 12 ასისტი მიითვალა და "ლევერკუზენის" საშინაო დუბლში (ბუნდესლიგა+პოკალი) ლომის წვლილი დაიდო.

აქვე გეტყვით, რომ "ბაიერთან" კონტრაქტი ჯერემის 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები