logo

მოულოდნელად: ბართომეუს სუპერსამიზნე ჰყავს

მოულოდნელად: ბართომეუს სუპერსამიზნე ჰყავს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ამჟამად მილანის "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მუშაობს და ეს არავისთვისაა დამალული.

ცნობილია ისიც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კიდევ ერთ ამოცანას "პსჟ-დან" ბრაზილიელი გარემარბის, ნეიმარ ჟუნიორის გამოხსნა წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, Don Balon იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს გეგმა C-ც გააჩნია.

წყაროს თანახმად, "ბარსას" მმართველი "მანჩესტერ იუნაიტედის" ათიანით, მარკუს რეშფორდითაა მოხიბლული.

"წითელი ეშმაკები" მომავლის იმედებს სწორედ ახალგაზრდა ინგლისელზე ამყარებენ, თუმცა ხოსეპს მიაჩნია, რომ რეშფორდი კატალონიური გრანდის სტილს შესანიშნავად მოერგება და მისი ტრანსფერი აუცილებელია.

2019/20 წლების სეზონში 22 წლის მარკუსი გენიალურ სტატისტიკას აფიქსირებს: 31 მატჩი, 19 გოლი და 5 ასისტი.

1 თვის წინ
1715 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ