5 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსამ" ჯერ პრობლემა უნდა მოიგვაროს - ნიკოს სხვა 3 გრანდიც უმიზნებს
"ბარსამ" ჯერ პრობლემა უნდა მოიგვაროს - ნიკოს სხვა 3 გრანდიც უმიზნებს

ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბილბაოს "ატლეტიკის" 21 წლის ვარსკვლავი, ნიკო უილიამსი დასახელდა, რამაც პრესას კიდევ ერთხელ გაახსენა, რომ ახალგაზრდა შემტევი "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეა.

წუხანდელი შეხვედრის გმირის მომავალზე დღეს The Athletic-მა დაწერა.

წყაროს თანახმად, "ბარსა" უილიამსზე სერიოზულად ფიქრობს. დეკუს გუნდში ისეთი გარემარბის ხილვა უნდა, რომელიც ახალგაზრდაა, მრავალმხრივია და უმაღლეს კლასობაზე ექნება პრეტენზია. ნიკო სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

მიუხედავად ამისა, დღევანდელი მდგომარეობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ბასკთა თავდამსხმელის შეძენა არ შეუძლიათ, რადგან ჯერ მათ თავიანთ ანგარიშებში არსებული 130-მილიონევროიანი დეფიციტი უნდა აღმოფხვრან. ამისთვის დრო თვის ბოლომდეა.

თუ ეს მოხერხდა, მერე "ბარსას" რომელიმე ძვირადღირებული მოთამაშის გაყიდვა მოუწევს, რათა ნიკოს ტრანსფერი დააფინანსოს.

საინტერესოა, რომ უილიამსს უმიზნებენ ლონდონის "არსენალი" და "ჩელსიც". მიკელ არტეტა ნიკოს ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად განიხილავს, "არისტოკრატთა" ინტერესი კი კიდევ უფრო მოიმატებს იმის ნახვის შემდეგ, თუ რა დღეში ჩააგდეს უილიამსმა და მარკ კუკურელიამ ("ჩელსის" ფლანგელმა) იტალიის დაცვა. გაჟღერდა "ლივერპულის" სახელიც.

ასეა თუ ისე, 21 წლის ესპანელის ტრანსფერის გაჩარხვა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ "ბარსელონა" ჯერ დანებებას არ აპირებს.


Facebook კომენტარები