4 თვის წინ
საიდან იშოვის "ბარსა" 130 მილიონს - კლუბის გეგმა
საიდან იშოვის "ბარსა" 130 მილიონს - კლუბის გეგმა
ავტორი
Aa

ბოლო პერიოდში 1:1 ფინანსური Fair Play-ს წესი "ბარსელონას" ბევრი გულშემატკივრისთვის თანდათან ნაცნობი თემა ხდება. ეს წესი საშუალებას აძლევს კლუბებს დახარჯონ ყოველ შემოსულ ევროზე დამატებით 1 ევრო. ეს თანხა შესაძლოა მათ მიიღონ როგორც გაყიდვებიდან, ასევე დანაზოგიდანაც. 

ამ დროისთვის, "ბარსელონა" მუშაობს 1:4 წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ 0,25 ევროს დახარჯვის უფლება აქვთ ყოველი 1 ევროსთვის. 

The Athletic-ის თანახმად, "ბარსამ" ივნისის ბოლომდე 130 მილიონი ევრო უნდა შეაგროვოს, რათა დააბალანსოს მათი ფინანსური რეგულირების წესები ლა ლიგაში მომავალი სეზონის წინ. 

საკითხავია, საიდან იშოვის კლუბი ამხელა თანხას, თუ მანამდე ვერც ერთ დიდ მოთამაშეს ვერ გაყიდის? 

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბლაუგრანა" ახლოს არის Barca Studios-ის 15%-ის სხვა კომპანიისთვის მიყიდვასთან, მას შემდეგ რაც გერმანულმა ბრენდმა Libero-მ ვერ შეძლო თანხის გადახდა ადრეულ ეტაპზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსამ" ამის გამო ლიბეროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. 

ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ Barca Studios-ის გაყიდვიდან კლუბი შემოსავლის სახით მხოლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს. 

დანარჩენზე უკვე "ბარსელონა" Nike-ს მიმართავს, რომელსაც, თავის მხრივ, შეუძლია გუნდს 100 მილიონი ევროს ანაზღაურება მისცეს, რომელიც მხარეთა შორის დადებული 10 წლიანი კონტრაქტიდან გამომდინარეობს. ხელშეკრულება ხელმოსაწერად გამზადებულია და ივარაუდება, რომ მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდება. 

Nike-ის გარდა, "ბარსა" კიდეც ორი მსხვილი კრიპტო სპონსორი - Socios და Orpheus ეყოლება, რომელთაგანაც კატალონიელები დამატებით 30 მილიონ ევროს მიიღებენ ივნისის ბოლომდე. 

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, "ბარსა" ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ დააკმაყოფილებს ფინანსურ ვადას 2023-24 წლების ანგარიშების დახურვამდე. ვადაში ჩატევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კლუბს სჭირდება დაარეგისტრიროს ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფილიკიც.


Facebook კომენტარები