3 წლის და 1 თვის წინ
ფირმინომ "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა
ავტორი
Aa
რობერტო ფირმინომ საკუთარი თავი "ბარსელონას" შესთავაზა, - იუწყება Diario SPORT.
31 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. მაშასადამე, ზაფხულში კლუბს მისი უფასოდ დამატება შეეძლება.
ბრაზილიელმა ფორვარდმა უკვე დაიწყო ახალი გუნდის ძებნა. როგორც ჩანს, "ბლაუგრანა" მისთვის ერთ-ერთი სასურველი ვარიანტია.
ბობი შეიძლება იყოს ის დაბალბიუჯეტური სათადარიგო შემტევი, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" თავიანთ შემადგენლობაში ნამდვილად ისურვებდნენ.
მიმდინარე სეზონში ფირმინომ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ლივერპულს" ის 10 გოლითა და 5 ასისტით დაეხმარა.
Facebook კომენტარები