1 წლის და 2 თვის წინ

რა აჩუქა იამალმა ოჯახის წევრებს - მოულოდნელი ამბავი

ავტორი
Aa
Diario SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტმა, ლამინ იამალმა ოჯახის წევრებს 3 სახლი უყიდა.
იამალისგან ერთი სახლი დედამისს ერგო, ერთი - მამამისს, ხოლო კიდევ ერთიც - ბებიამისს.
სანამ ლამინი სრულწლოვანი გახდება, იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება. მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ძვირფასი ადამიანების გასახარებლად იგი არაფერს იშურებს.
შეგახსენებთ, რომ იამალი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზეა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ისტორიას წერს.
"ლა მასიას" აღზრდილი შემტევი უკვე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე. ევრო 2024-ზე მისი მონაგარი ჯერ 1 ასისტს შეადგენს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 დღის და 20 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 კვირის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
2 კვირის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში