1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" გადარჩა - იამალი სხვა გრანდს უნდოდა
"ბარსელონა" გადარჩა - იამალი სხვა გრანდს უნდოდა

"ბარსელონას" გულშემატკივრების მთავარი იმედები ახლა 16 წლის შემტევზე, ლამინ იამალზეა დამყარებული, რომელიც კატალონიელთა ჩავარდნილი სეზონის ლამის ერთადერთ ნათელ წერტილად მოგვევლინა. ესპანელი გარემარბი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც ბრწყინავს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ "ბლაუგრანას" ხელში ნამდვილი ბრილიანტი ჩაუვარდა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ბრილიანტი შეიძლება სხვა გრანდის რიგებში აღმოჩენილიყო.

Sky Germany-ის ჟურნალისტის, კერი ჰაუს ინფორმაციით, 14 წლის იამალით მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული. "რეკორდმაისტერის" იმდროინდელ ბოსებს - ჰასან სალიჰამიჯიჩსა და მარკო ნეპეს უნდოდათ, რომ ლამინი ისევე წაეყვანათ "ბარსადან", როგორც ჯამალ მუსიალა წაიყვანეს "ჩელსიდან" თავის დროზე.

იამალში მიუნხენელები ოქროს ბურთის მომავალ გამარჯვებულს ხედავდნენ.

"ლა მასიას" აღზრდილი შემტევი ბავარიელებმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე აღმოაჩინეს. ისინი ლამინის ყოფილ აგენტს, ივან დე ლა პენიასაც კი შეხვდნენ, მაგრამ საქმე შეთანხმებამდე არასდროს მისულა, რადგან არც იამალსა და არც მისი ოჯახის წევრებს ბარსელონას დატოვება არასდროს განუხილავთ.


Facebook კომენტარები