5 თვის წინ
წერტილი დასმულია - ბერნარდუ სილვას საგა დასრულდა
წერტილი დასმულია - ბერნარდუ სილვას საგა დასრულდა

"ბარსელონა" ბერნარდუ სილვას არ შეიძენს. ეს არ მოხდება, - იუწყება მადრიდული Marca.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელის კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს, რომელიც "ბლაუგრანას" მის 60 მილიონ ევროდ შეძენის საშუალებას აძლევს, ვადა ივნისის დასრულებასთან ერთად გასდის, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კი ამ ტრანსფერის ახლა გაჩარხვის სახსრები არ გააჩნიათ.

"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის გადაბირებას ჩავი ერნანდესი 2 წლის წინაც ითხოვდა. ინტერესი არ გამქრალა მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკის დანიშვნის შემდეგაც, მაგრამ ინტერესი ინტერესადვე დარჩება.

როგორც ირკვევა, მსგავსი ოპერაციის განხორციელება "ბარსას" მხოლოდ აგვისტოში შეეძლება, აგვისტო კი სილვასთვის ძალიან გვიანია.

29 წლის ნახევარმცველს "სიტიზენებთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 51 მატჩში ბერნარდუმ 12 გოლი და 10 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები