Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო ირწმუნება, რომ "ლივერპულის" კოლუმბიელი გარემარბი, ლუის დიასი, რომელსაც "ბარსელონა" შეტევის მარცხენა ფრთის გაძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს ვარიანტად განიხილავს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაშზე ოცნებობს.
27 წლის შემტევის ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნება.
წყაროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებს დიასის გადაბირება სურთ, მათ რაფინიას დიდ თანხად გაყიდვა მოუწევთ.
ვიცით, რომ "ბარსას" ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება არ სურს. მისით საუდის არაბული კლუბები სერიოზულად ინტერესდებიან, მაგრამ რაფინია აზიაში წასვლას კატეგორიულად გამორიცხავს. ალბათ, უფრო რეალურ ვარიანტად ინგლისის პრემიერ ლიგა უნდა გვესახებოდეს.
რაც შეეხება დიასს, მისი "ბლაუგრანაში" გადაბარგების ყველაზე დიდი მხარდამჭერი კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუა.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ჩატარებულ 51 მატჩში ლუისმა 13 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.