"ლამინ იამალი და ნიკო უილიამსი ძალიან საშიშები არიან." - განუცხადა Mundo Deportivo-ს ივან ბალიუმ ესპანეთისა და ალბანეთის მატჩის წინ.
"რაიო ვალეკანოსა" და ალბანეთის ნაკრების მცველს კარიერაში აქამდე ორივე ფორვარდის წინააღმდეგ უთამაშია და მან ზუსტად იცის, თუ რა შეუძლია მათ დუეტს.
„ისინი ძალიან თამამი და თავზეხელაღებული მოთამაშეები არაინ, რომლებსაც საჯარიმოში დიდი არეულობის გამოწვევა შეუძლიათ. უბრალოდ არ წყვეტენ შეტევას, შეიძლება რომელიმე მათგანი ერთხელ, ორჯერ, თუნდაც სამჯერ ვერ გაგცდეს, მაგრამ შენც მაინც დაძაბული ხარ, რადგან იცი, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ. "
"ჩემი თანაგუნდელები გაოცებულები იყვნენ იტალიის წინააღმდეგ მათი ყურების შემდეგ. ისინი მუდმივად მეკითხებოდნენ მათ შესახებ. განსაკუთრებით კი ნიკოს შესახებ. მე ლამინ უკეთ ვიცნობდი, ამიტომაც მათ ვუთხარი: "ფრთხილად ამ ბიჭთან, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა."
შეგახსენებთ, რომ ბალიუ დუეტს ხვალ დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ესპანეთსა და ალბანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.