5 თვის წინ
წავა თუ არა გიუ "ჩელსიში" - წინ გადამწყვეტი საათებია
წავა თუ არა გიუ "ჩელსიში" - წინ გადამწყვეტი საათებია

ესპანური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ "ბარსელონას" 18 წლის თავდამსხმელი, მარკ გიუ კარიერის ლონდონის "ჩელსიში" გაგრძელებასთან ძალიან ახლოსა. 

გთავაზობთ უახლეს ცნობებს ესპანელი ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით:

"ბარსელონამ" არაფერი იცის მარკ გიუსა და "ჩელსის" შესახებ და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გაკეთებული შეთავაზების პასუხს ელოდება. ფეხბურთელს წასვლა უნდა, რადგან რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის გუნდში ყოფნის პირობებში, გარდაუვალი არაა, რომ იგი ყოველთვის პირველი გუნდის წევრი იქნება."

- ტონი ხუანმარტი

"მარკ გიუმ შესაძლო წასვლაზე გასახდელში უკვე ილაპარაკა. იგი "ჩელსის" უფრო და უფრო უახლოვდება და "ბარსელონასთვის" პასუხი ჯერ არ გაუცია.

"ბარსაში" დარჩენისთვის მარკს კონკრეტული გარანტიები სჭირდება, რომ პირველი გუნდის მუდმივი წევრი გახდება. კლუბიდან გიუს შეუთვალეს, რომ მასზე საშუალოვადიან პერსპექტივაში ფიქრობენ, რობერტ ლევანდოვსკის ასაკისა და ვიტორ როკეს სავარაუდო განათხოვრების გათვალისწინებით.

"ჩელსიმ" ფეხბურთელს იმაზე გაცილებით სარფიანი შეთავაზებით მიმართა, ვიდრე "ბარსამ". კატალონიელებს ამის გამოსწორება არ შეუძლიათ. გიუს ბანაკში იმედოვნებდნენ, რომ კლუბების წინადადებებს შორის ფინანსური სხვაობა ასეთი დრამატული არ იქნებოდა.

უახლოეს საათებში მარკ გიუმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა "ბარსა" ბოლო მოძრაობას. "ჩელსიში" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მაგრამ მოთამაშეს მწვანე შუქი ჯერ არ აუნთია.

- SPORT

"ჩელსიში" დარწმუნებულნი არიან, რომ მარკ გიუ დიდი კლუბის ბრწყინვალე თავდამსხმელი გახდება. მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც სულ 6 მილიონი ევროა, სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობადაა განხილული. "არისტოკრატებს" ესპანელის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ.

მარკ გიუს ბანაკსა და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს."

- მატეო მორეტო

სეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ესპანელმა ფორვარდმა "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით 7-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. 18 წლის შემტევმა ბილბაოს "ატლეტიკისა" და "ანტვერპენის" კარები აიღო.



Facebook კომენტარები