ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში მესამე მატჩიც მოიგო და მერვედფინალში 9 ქულით გავიდა. "ფურია როხამ" უკანასკნელ ტურში ალბანეთი დაამარცხა, ანგარიშით 1:0.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ფერან ტორესის ანგარიშზეა. "ბარსელონას" თავდამსხმელმა მე-13 წუთზე დანიელ ოლმოს დიდებული პასი მიიღო და კარში ზუსტად დაარტყა.
ფერანისთვის ეს ეროვნულ გუნდში გატანილი მე-20 გოლი გახლდათ.
ტორესმა 20-გოლიან ნიშნულს 43 მატჩში მიაღწია. შედარებისთვის, ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს, რომელმაც სანაკრებო კარიერა 44 გოლით დაასრულა, ამის გასაკეთებლად 44 შეხვედრა დასჭირდა.
24 წლის თავდამსხმელი სულ რაღაც 3 გოლით ჩამორჩება ალფრედო დი სტეფანოს. დი სტეფანოსთან გათანაბრება ტორესს ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შეიყვანს.
ფერანს თავის გამოჩენის შანსი ევრო 2024-ზეც ექნება. მერვედფინალში ესპანელები 30 ივნისს ითამაშებენ, მათი მეტოქე კი ჯერ უცნობია.