1 წლის და 7 თვის წინ
"ბარსამ" ჩემპიონშიფისკენ გაიხედა - ვის დაუმიზნა კლუბმა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" "ჰალ სიტისთან" მოლაპარაკებები ჯეიდენ ფილოჯინის თაობაზე დაიწყო, - იუწყება Relevo.
ინგლისელი ფეხბურთელი "ვეფხვების" შემადგენლობაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. Jijantes-ს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ჯეიდონს ნიკო უილიამსის იაფ ალტერნატივად განიხილავენ.
"ბარსას" 22 წლის ფლანგელის იჯარის წესით დამატება უნდა. ცხადია, კატალონიელები გამოსყიდვის უფლების მიღებასაც ისურვებდნენ.
ფილოჯინის აგენტი "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს 2 კვირის წინ შეხვდა. ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა.
საქმეშია პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც.
ჩემპიონშიფის გასულ სეზონში ჯეიდენმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 12 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი