როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პროკურატურამ "ბარსელონას" ნეგრეირას საქმეზე ბრალი გუშინ წარუდგინა.
საქმის წარმოების დაწყებამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბევრი გულშემატკივარი შეაშინა, რომ კლუბს შეიძლება საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრებოდეს, თუმცა დღეს გავრცელებული ცნობები თავის დასამშვიდებლად ნამდვილად გამოდგება.
Marca-ს ჟურნალისტი ლუის ფელიპე როხო ირწმუნება, რომ ესპანეთის პროკურატურას არ წარუდგენია ერთი სამხილიც კი, რომელიც "ბლაუგრანას" მიერ მსაჯების მოსყიდვის ფაქტს ადასტურებს.
მათ ხელში არსებული მტკიცებულებები "ბარსას" მხოლოდ ყალბ დოკუმენტაციებსა და კლუბის არასწორად მართვაში ამხელს, მაგრამ ნეგრეირას საქმეზე ეს ვერ იმოქმედებს.
როხოს თქმით, სამხილების არსებობის შემთხვევაში, ვერავინ დაისჯება, ამიტომ კატალონიურ გრანდს ჯერჯერობით თავი ქუდში აქვს.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს. მალე იქნება მოსმენაც, სადაც ბრალდებულები (ხოსეპ მარია ბართომეუ, სანდრო როსელი, ოსკარ გრაუ) და მოწმეები ჩვენებას მისცემენ. მოსმენაზე შეიძლება დაიბარონ "ბარსას" ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც.