2 წლის და 4 თვის წინ
"ბარსას" ნიკოს ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა უნდა - დეტალები
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" ნიკო უილიამსის თაობაზე პირველი შეთავაზებით მიმართა, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბასკურ კლუბს 40 მილიონ ევროსა და ინიგო მარტინესს სთავაზობენ.
საგულისხმოა, რომ ეს 40 მილიონი ევროც კატალონიელებმა ნაწილ-ნაწილ უნდა გადაიხადონ.
დიდი ალბათობით, "ატლეტიკი" აღნიშნულ შეთავაზებას უარით გაისტუმრებს. არაერთხელ აღინიშნა, რომ "ბილბაო" 21 წლის გარემარბის გამოსასყიდ თანხას, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს, ფეხს არ მოუცვლის.
რაც შეეხება ინიგოს, "ბარსა" მასთან დამშვიდობებას აქტიურად განიხილავს. გამოცდილი უკანახაზელი კლუბს ლა ლიგაშიც არ ჰყავს დარეგისტრირებული, რაც აგვისტოს ბოლოს პრობლემებს შექმნის.
აქვე გეტყვით, რომ უილიამსით ლონდონის "არსენალი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი