"ბარსელონას" ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.
SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" კიდევ ერთხელ ეცდება, 25 წლის უკანახაზელის კონტრაქტი გაახანგრრძლივოს, მაგრამ ძალისხმევის გამოჩენა თავად ფეხბურთელსაც მოუწევს.
"ბარსაში" შესანიშნავად იციან, რომ იმ შეთავაზებებს, რომლებსაც არაუხოს "ჩელსი" და "ბაიერნი" წარუდგენენ, ფინანსური თვალსაზრისით, კონკურენციას ვერ გაუწევენ.
წყაროს თანახმად, კატალონიურმა გრანდმა რონალდს შეატყობინა, რომ მას ორი ვარიანტი აქვს:
1. დასთანხმდეს კონტრაქტის გახანგრძლივებას
2. წარუდგინოს "ბარსას" მისი მსურველის შეთავაზება, რომლის ღირებულებაც 90-100 მილიონი ევრო იქნება
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ არაუხოს საკუთარ მომავალზე ჰკითხეს, მან პასუხს თავი აარიდა და კოპა ამერიკაზე კონცენტრირებულობისკენ მიუთითა. ცხადია, "ბარსელონას" ისედაც დაეჭვებული ქომაგები ამან მეტად დააეჭვა.