"ბარსელონამ" ანსუ ფატის ფიზმომზადების სპეციალური გეგმა შეუდგინა, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, კატალონიურ გრანდში აპირებენ, რომ 20 წლის თავდამსხმელს საუკეთესო ფორმა აღუდგინონ. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ანსუს პრესეზონზე შანსს აუცილებლად მისცემს.
წინასასეზონო მომზადებას ფატი 10-ნომრიანი მაისურით გაივლის.
როგორც ირკვევა, "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ესპანელი შემტევი გოლის ალღოს დაიბრუნებს, თუ სათამაშო დროს რეგულარულად მიიღებს.
კატალონიური გამოცემის მიხედვით, "ბლაუგრანა" ფატის 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ეს ანსუმანეს გუნდში დარჩენის შანსებს ზრდის, რადგან ნაკლებსავარაუდოა, მასში რომელიმე მსურველმა ეს თანხა გადაიხადოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა გასული სეზონი იჯარით "ბრაიტონში" გაატარა. "თოლიებს" იგი 4 გოლით დაეხმარა.