1 წლის და 9 თვის წინ
ლაპორტას დიდი ტრანსფერი დასჭირდება - 1 ვარიანტი ცნობილია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას კლუბში დაბრუნებას წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიელი სხვა აზრზეა.
SPORT-ის ინფორმაციით, ლაპორტა გეგმავს, რომ 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.
როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს უნდა, რომ თავის საარჩევნო კამპანიას დიდი ტრანსფერი დაამთხვიოს, რათა სოსიოების ხმები მოიზიდოს. ერთ-ერთი ვარიანტი კლუბს უკვე შერჩეული ჰყავს.
საუბარია "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ ფორვარდ ხულიან ალვარესზე, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ადრეც უკავშირებდნენ.
24 წლის შემტევს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 90 მილიონ ევროდაა შეფასებული.
გასულ სეზონში ჩატარებულ 58 მატჩში ალვარესმა თავი 20 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი