logo

მესი თანახმაა - "ბარსელონას" მოულოდნელი ახალწვეული ეყოლება

მესი თანახმაა - "ბარსელონას" მოულოდნელი ახალწვეული ეყოლება

ესპანური გამოცემა Don Balo იტყობინება, რომ "ბარსელონას" რადარზე "ვილიარეალის" 24 წლის ნახევარმცველი, ზამბო ანგისა გამოჩნდა.

კოტდივუარელი შუახაზელი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა გახლავთ. მისი სახელი უკვე დაუკავშირეს რომის "ლაციოს", "სევილიას", "ლაციოსა" და მადრიდის "რეალსაც" კი.

მიუხედავად ამისა, წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ამ ბრძოლაში ფავორიტია. ანგისას CV უკვე დევს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს მაგიდაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ Don Balon-ის მიხედვით, ამ ტრანსფერს თავად ლეო მესიც უჭერს მხარს.

2019/20 წლების სეზონში ზამბომ "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მაისური 28-ჯერ მოირგო ფა გუნდს თითო-თითო გოლითა და ასისტით შეეწია.


1 თვის წინ
1032 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ