1 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია: როდის განახლდება "ბარსას" ვარჯიშები
ავტორი
Aa
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" ფეხბურთელებს შეატყობინა, რომ გუნდი ვარჯიშებს 10 ივლისს განაახლებს.
ხსენებული თარიღისთვის, ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგებიან. შემდეგი გაჩერება მოსამზადებელი პერიოდისთვის შეერთებული შტატები იქნება.
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" 30 ივლისს, ორლანდში დაუპირისპირდება. მატჩი ჰანსი ფლიკისთვის პირველი იქნება კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში.
"ბარსა" ასევე გამართავს მატჩებს მადრიდის "რეალთან" ნიუ-იორკში და "მილანთან" ბალტიმორში, სანამ ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს.
ის მოთამაშეები, ვინც ამ მომენტისთვის ევროპის ჩემპიონატზე არიან, დამატებით დასასვენებელ დროს მიიღებენ და კლუბს მოგვიანებით შეუერთდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი