"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯერ ფინანსური ფეარ პლეის 1:1 წესს დაუბრუნდება, მერე კი საყრდენი ნახევარმცველისა და მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე ახლა 3 მარცხენა შემტევია:
ნიკო უილიამსი
ლუის დიასი
დანი ოლმო
რჩეული სამიზნე ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავია. 21 წლის ნიკოს კანდიდატურას "ბარსას" ხელმძღვანელობის უმრავლესობა უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, "ბარსას" სპორტული დირექტორი დეკუ არჩევანს ლუის დიასზე შეაჩერებდა, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი რომ იყოს.
რაც შეეხება ოლმოს, იგი მესამე ვარიანტად განიხილება. "ლაიფციგის" ესპანელი შემტევის მთავარი უპირატესობა მის "ლა მასიელობაში" მდგომარეობს.
ასეა თუ ისე, სანაკრებო ტურნირების დასრულებამდე ძვრებს არ უნდა ველოდოთ, იქამდე კი პრესაში ცნობების გავრცელება ჩვეული ტემპით გაგრძელდება.