3 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - რა თანხად სურს "ბარსას" ლანგლეს გაყიდვა
ცნობილია - რა თანხად სურს "ბარსას" ლანგლეს გაყიდვა

"ბარსელონაში" იმედოვნებდნენ, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" სეზონის ბოლოს კლემან ლანგლეს გამოისყიდიდა, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს.

Diario SPORT-ის ჟურნალისტ ლუის მიგელსანსის ინფორმაციით, ფრანგი მცველის ლონდონში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა. ამის შანსს კიდევ უფრო ამცირებს ის, რომ "სპურსიდან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ ანტონიო კონტესაც.

ლანგლეს გაშლილი ხელებით არც "კამპ ნოუზე" დახვდებიან.

წყაროს თანახმად, "ბარსამ" 26 წლის უკანახაზელს ფასიც დაადო. კლემანი 18 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა "დეზების" მაისური 26 მატჩში მიიღო (23 სტარტი), 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.


Facebook კომენტარები