Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" გადაწყვიტა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის ტრანსფერში უკან დაიხიოს.
ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ კლუბის აზრით, არსებობენ სხვა მოთამაშეები, რომლებიც მათ ყურადღებასა და რესურსებს გერმანელზე მეტად იმსახურებენ. შედეგად, ოფიციალური პირები ახლა სხვა ვარიანტებს ეძებენ.
ორი სამიზნე უკვე გამოჩნდა, ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად ფლიკის მხარეში. "ბარსა" ახლა "ევერტონის" ნახევარმცველის ამადუ ონანას პოტენციურ ტრანსფერზე იწყებს მუშაობას.
ბელგიელი ნახევარმცველი არის კანდიდატი, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. ისინი გრძნობენ, რომ მისი საფეხბურთო ხედვა, ბურთის დამუშავების უნარი და ფიზიკური თვისებები გააუმჯობესებს მათ ნახევარდაცვას.
"ბლაუგრანას" ალტერნატიული ვარიანტი ონანასთვის არის "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველი მიკელ მერინო. კლუბში ხვდებიან, რომ ესპანელს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და, ამიტომაც შანსია, მისი დამატება ამ ზაფხულზე გაცილებით იაფად მოხერხდეს, ვიდრე კლუბი მას აფასებს.
ფლიკს სურს შთამბეჭდავი ფიგურა ნახევარდაცვაში, რათა გუნდში ფიზიკურობა და მეტი აგრესია შემოიტანოს. როგორც ჩანს გერმანელ სპეციალისტს მომავალი სეზონისთვის სერიოზული გეგმები აქვს.