4 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსელონა" რაფინიას ერთადერთ შემთხვევაში გაყიდის
"ბარსელონა" რაფინიას ერთადერთ შემთხვევაში გაყიდის

"ბარსელონა" რაფინიას შემადგენლობის ხელშეუხებელ წევრად არ განიხილება, - იუწყება Mundo Deportivo.

მართალია, "ბლაუგრანას" ახალი მესაჭე ჰანსი ფლიკი ბრაზილიელისადმი ძალიან დადებითაა განწყობილი, მაგრამ კლუბში რაფინიას მაინც იმ ფეხბურთელად უყურებენ, რომლის სარფიანად გაყიდვაც შეიძლება.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რაფინიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ 90 მილიონ ევროზე ძვირ წინადადებას მიიღებენ.

თუ მსგავსი შეთავაზება მართლაც გამოჩნდება, კლუბის წარმომადგენლები 27 წლის შემტევს გაესაუბრებიან. კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ თუ კლუბი რაფინიაში ამხელა თანხას ჩამოვა, მას მოთამაშეც ტრანსფერში დარწმუნებული ეყოლება, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, "ბლაუგრანას" 11 ნომერს გუნდის დატოვება არ უნდა.

არადა, რაფინიას გაყიდვა "ბარსელონაში" მარცხენა შემტევის მოყვანის მთავარ წინაპირობად განიხილება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი გარემარბით საუდის არაბული "ალ იტიჰადია" დაინტერესებული. 


Facebook კომენტარები