1 წლის და 7 თვის წინ
"არსენალმა" "ბარსელონას" ვარსკვლავს დაუმიზნა
ავტორი
Aa
SPORT-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალმა" "ბარსელონას" ფრანგ მცველს, ჟიულ კუნდეს დაუმიზნა.
"მეთოფეებს" 2024/2025 წლების სეზონისთვის დაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება უნდათ, 25 წლის უნივერსალს კი საამისოდ შესანიშნავ კანდიდატურად განიხილავენ.
"ბლაუგრანა" კუნდესთან დასამშვიდობებლად მზადაა, თუმცა გარკვეული პირობებიც აქვს. ერთ-ერთი პირობა კლუბის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.
კატალონიურ გრანდს ჟიულზე კონკრეტული ფასი ჯერ არ დაუდია, მაგრამ აშკარაა, რომ "ბარსა" უკანახაზელს იაფად არ შეელევა.
ცნობები იმაზე, რომ კუნდეს თაობაზე შეთავაზებებს კლუბი აუცილებლად განიხილავდა, ადრეც გავრცელებულა.
გასულ სეზონში ჟიულმა 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდს კარი მშრალად 19-ჯერ შეანახინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი