4 თვის და 3 კვირის წინ
"პსჟ" იამალისთვის სატრანსფერო რეკორდის მოხსნას აპირებს
"პსჟ" იამალისთვის სატრანსფერო რეკორდის მოხსნას აპირებს

"პარი სენ ჟერმენი" მზადაა, რომ ლამინ იამალში 250 მილიონი ევრო გადაიხადოს, - იუწყება Mundo Deportivo. 

პარიზულმა კლუბმა "ბარსელონას" სუპერტალანტი კილიან მბაპეს შემცვლელად შეარჩია. ლამინში 250 მილიონის გადახდით "პსჟ" სატრანსფერო რეკორდს მოხსნის, რომელიც თავადვე დაამყარა 2017 წელს, როცა ნეიმარი "ბლაუგრანადან" 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ წაიყვანა.

მიუხედავად ამისა, წყაროს თანახმად, მოლაპარაკებები არ შედგება, რადგან "ბარსელონა" 16 წლის შემტევის გაყიდვას არც განიხილავს.

სხვათა შორის, MD იუწყება, რომ "პსჟ" "ბარსას" კიდევ ერთი ახალგაზრდის, პაუ კუბარსის გადაბირებასაც ლამობდა.

ფრანგები მზად იყვნენ, 17 წლის მცველის გამოსასყიდი თანხა გადაეხადათ, რომელიც იქამდე, სანამ კუბარსი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, სულ 10 მილიონ ევროს შეადგენდა.

ასეა თუ ისე, იამალსა და კუბარსიზე "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უდიდეს იმედებს ამყარებენ, რაც მათ გაყიდვას (ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც) საფუძველშივე გამორიცხავს.


Facebook კომენტარები